ჩვენი საქმე შენთვის მომგებიანი საინვესტიციო შესაძლებლობების პოვნაა

ყველა ადამიანს სხვადასხვა საჭიროება და ფინანსური მიზანი აქვს. იპოვე შენს საჭიროებაზე მორგებული საინვესტიციო ფონდი, განახორციელე ინვესტიცია და დღესვე ჩაუყარე საფუძველი შენს სტაბილურ ფინანსურ მომავალს.

ინვესტიცია უკეთესი მომავლისთვის

შექმენი დოვლათი და დააგროვე გრძელვადიანი სიმდიდრე

უზრუნველყავი პირადი საჭიროებები

უზრუნველყავი ოჯახის კეთილდღეობა

ფინანსური წარმატების გზაზე ფორსაითი შენს გვერდითაა

ჩვენს ფონდებში ინვესტირებით თქვენ გამოიმუშავებთ დამატებით შემოსავალს და უზრუნველყოფთ საკუთარ სტაბილურ ფინანსურ მომავალს.

ჩვენი ფონდები

აღმოაჩინე შენს საჭიროებებზე მორგებული საინვესტიციო ფონდი

ამ კატეგორიის ფონდები ინვესტორისთვის რეგულარულ, წინასწარ განჭვრეტად შემოსავალს უზრუნველყოფენ. ეს ფონდები მოზიდულ სახსრებს ძირითადად სავალო ფასიან ქაღალდებში ან სადეპოზიტო პროდუქტებში ათავსებენ.

თუ გსურს საკუთარი ფულადი სახსრების დაბალრისკიანი და განჭვრეტადი შემოსავლის მომტან ინსტრუმენტში დააბანდო, ამ კატეგორიის ფონდები შენთვისაა!

ამ კატეგორიის ფონდები ფულადი რესურსების მოკლევადიანი განთავსებისთვისაა და მაღალ-ლიკვიდურობით გამოირჩევა. ეს ფონდები მხოლოდ განსაკუთრებით დაბალ რისკიან ინსტრუმენტებში აბანდებენ მოზიდულ სახსრებს, როგორიცაა საბანკო დეპოზიტები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები.

თუ გსურს ფულადი რესურსების მოკლევადიანად ინვესტირება უსაფრთხო ფინანსურ პროდუქტში, ამ კატეგორიის ფონდები შენთვისაა!

ჰიბრიდული ფონდების საინვესტიციო სტრატეგია მოიცავს, როგორც კაპიტალში (Equity) ინვესტირებას, ასევე ფიქსირებული შემოსავლის აქტივებში დაბანდებას. ასეთი ფონდების მიზანი დაბალანსებული პორტფელის შექმნაა, სადაც წინასწარ განჭვრეტად შემოსავალთან ერთად არსებობს კაპიტალური მოგების პოტენციალი.

თუ ეძებ შედარებით გრძელვადიან და მაღალამონაგებიან საინვესტიციო პროდუქტს, ამ კატეგორიის ფონდები შენთვისაა!

რატომ უნდა დააინვესტირო ჩვენთან ერთად?

შენს დანაზოგს მართავენ პროფესიონალები

საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრ კრიტერიუმებს აწესებს იმ პირების მიმართ, რომელთაც შეუძლიათ საინვესტიციო ფონდების მართვა.

შენ ახდენ შენი დანაზოგის დივერსიფიკაციას

საინვესტიციო ფონდში ინვესტირებით, შენ ავტომატურად ხდები სხვადასხვა აქტივების პორტფელის თანამფლობელი, რითიც ინვესტირების რისკები მაქსიმალურად მცირდება.

შენ შესაძლებლობა გაქვს მიიღო მაღალი სარგებელი

საინვესტიციო ფონდებში ინვესტირებით შენ შეგიძლია მიიღო ტრადიციული დანაზოგის განთავსების ალტერნატივებთან შედარებით უფრო მაღალი სარგებელი.

დანაზოგის საინვესტიციო ფონდში განთავსება ხელმისაწვდომია

საინვესტიციო ფონდებს, როგორც წესი, აქვთ დაბალი მინიმალური საინვესტიციო მოთხოვნა, რაც აადვილებს ინვესტირების დაწყებას.

ლიკვიდურობა ანუ თანხის განაღდება

საინვესტიციო ფონდები ძირითადად მაღალლიკვიდურია, ანუ შენ გაქვს საშუალება სწრაფად გაანაღდო შენ მიერ ინვესტირებული თანხა.

შენი ინვესტიციის მართვა მოსახერხებელია

საინვესტიციო ფონდებში ინვესტირება ხელმისაწვდომია ციფრული პლატფორმების მეშვეობით, რაც ამარტივებს ინვესტიციების მართვასა და თვალის მიდევნებას.

საინვესტიციო პროცესი

საინვესტიციო პროცესის დასაწყებად გჭირდება განსაზღვრული ოდენობის საწყისი დანაზოგი/კაპიტალი. მინიმალური საინვესტიციო თანხა ფონდების მიხედვით განსხვავდება. დეტალებისთვის იხილე ჩვენი ფონდების სია.

ფორსაითის ფინანსურ მრჩეველთან გასაუბრება დაგეხმარება ჩამოაყალიბო შენი ფინანსური მიზნები და განსაზღვრო საინვესტიციო ჰორიზონტი და რისკის ტოლერანტობა. ეს ეტაპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად.

ფორსაითის ფონდები მორგებულია სხვადასხვა საინვესტიციო მიზნებსა და სტრატეგიაზე. საინვეტსიციო პროცესის ამ ეტაპზე, ფინანსურ მრჩეველთან ერთად ჩამოყალიბებული ხედვის შესაბამისად, შეარჩევ ფორსაითის კონკრეტულ ფონდ(ებ)ს საინვესტიციოდ.

გილოცავ! ამ ეტაპზე, შენ უკვე მზად ხარ საინვესტიციოდ. შენ უკვე იცი შენი საინვესტიციო მიზნები, შედგენილი გაქვს სტრატეგია და შერჩეული გაქვს კონკრეტული ფონდ(ებ)ი. მას შემდეგ, რაც ჩვენგან მიიღებ საინვესტიციო ინსტრუქციას და განახორციელებ ტრანზაქციას, შენ ინვესტორი ხარ!

ფორსაითის ინვესტორთა პორტალის მეშვეობით შენ შეგიძლია ყოველდღიურად მიადევნო თვალი საკუთარ ინვესტიციას, ნახო გამომუშავებული სარგებელი და მოითხოვო საინვესტიციო თანხის უკან დაბრუნება.

ჩანიშნე შეხვედრა

ფორსაითის ფინანსურ მრჩეველთან