შენი საინვესტიციო
პარტნიორი საქართველოში
აღმოაჩინე მომგებიანი საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოში და განახორციელე ინვესტიცია ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ეკონომიკაში.
ფორსაით ინვესტმენტ გრუპი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველია, რომელიც ქმნის და მართავს სხვადასხვა კატეგორიის საინვესტიციო ფონდებს.
ჩვენს დივერსიფიცირებულ ფონდებში ინვესტირება შესაძლებელია, როგორც საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ასევე ევროსა და დოლარში. აღმოაჩინე შენს საინვესტიციო მიზნებზე მორგებული ფონდი და დაიწყე შენი საინვესტიციო მოგზაურობა საქართველოში დღესვე.
რატომ
საქართველო?
აუთვისებელი პოტენციალი
საქართველოს სწრაფად მზარდი ეკონომიკა ინვესტორებს მრავალ საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობას სთავაზობს. ახალი ინდუსტრიები, მასშტაბური პროექტები, წვდომა დიდ ბაზრებთან - ეს ის ფაქტორებია, რაც ქვეყანაში ინვესტირებას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის.
მდგრადი და განვითარებადი
ეკონომიკა
ბიზნეს მეგობრული გარემო
World Bank Ease of Doing business - #7
რეგიონალური ჰაბი
რეგიონის ლოგისტიკური და ტურისტული ცენტრი, რომელიც აკავშირებს რესურსებითა და ენერგიით მდიდარ აღმოსავლეთის ქვეყნებსა და მაღალმსყიდველუნარიან ევროპის ბაზარს.
- 2.8 მილიარდიან ბაზართან წვდომა საბაჟო გადასახადების გარეშე;
- თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა.
მზარდი უცხოური ინვესტიციები
2022 წელს ქვეყანამ რეკორდული 2 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიზიდა, რაც მშპ-ს 8.1%-ია. 2023 წლის მეორე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით გაიზარდა და 505.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (მშპ-ს 9.0%).
მძლავრი ენერგო რესურსები
საქართველოს აქვს მძლავრი, განვითარებადი და კონკურენტუნარიანი ენერგეტიკის სექტორი, რომლის ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრის მხოლოდ 20% არის ათვისებული.
155 განახლებადი (ჰესები/WPP/SPP) ენერგეტიკული ელექტროსადგური მშენებლობისა თუ განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა.
საერთაშორისო მხარდაჭერა
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაა.
ქართული პასპორტის მფლობელებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის უფლება 2017 წლის 28 მარტიდან მიენიჭათ.
სტაბილური პოლიტიკური გარემო
საქართველო მიისწრაფის ევროპული ღირებულებებისკენ.
2023 წლის მარტში საქართველომ წარადგინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ნაბიჯი, რომელიც თავდაპირველად 2024 წლისთვის იყო დაგეგმილი.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს პირობითი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსი მიენიჭება რეკომენდაციების ნაკრების შესრულების შემდეგ.
რატომ ფორსაითი?
ადგილობრივი ეკონომიკისა და ბიზნეს გარემოს ცოდნა
ოპტიმალური რისკი-მოგების მაჩვენებელი
მდგრადი ინვესტიციები და აქცენტი
ESG პროექტებზე
გამოცდილი გუნდი
ზედამხედველობა და რეგულაცია
მრავალფეროვანი საინვესტიციო შესაძლებლობები
ჩვენი ფონდები
აღმოაჩინე შენს საჭიროებებზე მორგებული საინვესტიციო ფონდი
- ფიქსირებული შემოსავლიანი ფონდები
- ფულადი ბაზრის ფონდები
- ჰიბრიდული ფონდები
ამ კატეგორიის ფონდები ინვესტორისთვის რეგულარულ, წინასწარ განჭვრეტად შემოსავალს უზრუნველყოფენ. ეს ფონდები მოზიდულ სახსრებს ძირითადად სავალო ფასიან ქაღალდებში ან სადეპოზიტო პროდუქტებში ათავსებენ.
თუ გსურს საკუთარი ფულადი სახსრების დაბალრისკიანი და განჭვრეტადი შემოსავლის მომტან ინსტრუმენტში დააბანდო, ამ კატეგორიის ფონდები შენთვისაა!
ამ კატეგორიის ფონდები ფულადი რესურსების მოკლევადიანი განთავსებისთვისაა და მაღალ-ლიკვიდურობით გამოირჩევა. ეს ფონდები მხოლოდ განსაკუთრებით დაბალ რისკიან ინსტრუმენტებში აბანდებენ მოზიდულ სახსრებს, როგორიცაა საბანკო დეპოზიტები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები.
თუ გსურს ფულადი რესურსების მოკლევადიანად ინვესტირება უსაფრთხო ფინანსურ პროდუქტში, ამ კატეგორიის ფონდები შენთვისაა!
ჰიბრიდული ფონდები საინვესტიციო სტრატეგია მოიცავს, როგორც კაპიტალში (Equity) ინვესტირებას, ასევე ფიქსირებული შემოსავლის აქტივებში დაბანდებას. ასეთი ფონდების მიზანი დაბალანსებული პორტფელის შექმნაა, სადაც წინასწარ განჭვრეტად შემოსავალთან ერთად არსებობს კაპიტალური მოგების პოტენციალი.
თუ ეძებ შედარებით გრძელვადიან და მაღალამონაგებიან საინვესტიციო პროდუქტს, ამ კატეგორიის ფონდები შენთვისაა!
ჩანიშნე შეხვედრა
ფორსაითის ფინანსურ მრჩეველთან