ივნისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2023 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4%-ით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: -3.2% (1.08% მთლიანი ინდექსის)
- ტრანსპორტი: +1.5% (0.17% მთლიანი ინდექსის)
- საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: +0.8% (0.08% მთლიანი ინდექსის)
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
- სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: +17.7% (0.89% მთლიანი ინდექსის)
- ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო: +7.4% (+0.5% მთლიანი ინდექსის)
- ტრანსპორტი: -11.6% (-1.45% მთლიანი ინდექსის)
- ჯანმრთელობის დაცვა: -6.9% (-0.67% მთლიანი ინდექსის)
ეროვნულმა ბანკმა 2023, 2024 და 2025 წლის პროგნოზები განაახლა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური პროგნოზები განაახლა.
სებ-ის შეფასებით პროგნოზები ასეთია:
მშპ-ს ზრდა (ამჟამად – 7.5%):
- 2023 – 5%
- 2024 – 5%
- 2025 – 5%
წლიური ინფლაციის საშუალო დონე (ამჟამად – 0.6%):
- 2023 – 2.8%
- 2024 – 3.2%
- 2025 – 3.3%
რეფინანსირების განაკვეთი (ამჟამად – 10.5%):
- 2023 – 9.5%
- 2024 – 8.25%
- 2025 – 7.25%
უმუშევრობის დონე (ამჟამად – 18%):
- 2023 – 17.7%
- 2024 – 17.7%
- 2025 – 17.7%
სახაზინო ფასიანი ქაღალდების პორტფელი – მაისის თვის მიმოხილვა
საქართველოს ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის მიხედვით, მაისში სადეპოზიტო სერტიფიკატების ერთი აუქციონი ჩატარდა და 20 მლნ ლარის ღირებულის სამთვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატი გაიცა.
ამავე პერიოდში 20 მლნ ლარის ერთი სადეპოზიტო სერტიფიკატი დაიფარა. შესაბამისად წინა თვესთან შედარებით, სადეპოზიტო სერტიფიკატების ნაშთი არ შეცვლილა და მაისის ბოლოს 60 მლნ ლარი შეადგინა.
მაისში სახაზინო ფასიანი ქაღალდების ხუთი აუქციონი ჩატარდა. აღნიშნულ აუქციონებზე ჯამში 230.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები განთავსდა.
მაისში ჩატარებულ აუქციონებზე გაიყიდა 6-თვიანი, ერთწლიანი, ორწლიანი, ხუთწლიანი და ათწლიანი ვადიანობების სახაზინო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც, შესაბამისად, 20, 20, 40, 90 და 60 მლნ ლარის ოდენობით განთავსდა.
❗ მთლიანი პორტფელის 55.1%-ს კომერციული ბანკების, 30.3%-ს ეროვნული ბანკის, 9.8%-ს რეზიდენტების, ხოლო 4.8%-ს არარეზიდენტების მფლობელობაში არსებული სახაზინო ფასიანი ქაღალდები შეადგენს.
კერძოდ, მაისში, წინა თვესთან შედარებით, სადეპოზიტო სერტიფიკატებზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 0.02 პპ-ით, 9.78%-მდე, შემცირდა.
სახაზინო ვალდებულებებისსაპროცენტო განაკვეთები:
- 6-თვიანი – 9.49% (+0.11 პპ)
- ერთწლიანი – 9.57% (-0.20 პპ)
- ორწლიანი – 8.7%
- ხუთწლიანი – 8.64% (-0.09 პპ)
- ათწლიანი – 8.74%
ივნისში საქართველოს საფონდო ბირჟაზე 273,000$-ზე მეტი ივაჭრეს
ივნისში საქართველოს საფონდო ბირჟაზე (GSE) 5 გარიგება შედგა ლარში და 4 (OTC) გარიგება შედგა დოლარში.
❗ლარში შემდგარი გარიგებების ოდენობა 6,000 ლარის ფარგლებში იყო, ხოლო დოლარში შემდგარმა გარიგებებმა $271,137 შეადგინა, რომელიც შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ და სს „საქართველოს უძრავ ქონებას“ უკავშირდებოდა.
რაც შეეხება გასული თვეების მონაცემებს, საქართველოს საფონდო ბირჟაზე მაისში 3 გარიგება შედგა, გარიგების გარეშე დაიხურა აპრილის და მარტის თვე.
თებერვალში საქართველოს საფონდო ბირჟაზე (GSE) ხუთი გარიგება შედგა, ღირებულება 16086 ლარს შეადგენდა.
იანვარში კი „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებული 2 გარიგება იყო, რომლის მოცულობა 210 891 და ღირებულება კი 2,108 ლარი იყო.
გასულ, 2022 წელს ბირჟაზე, საერთო ჯამში, 34 გარიგება შედგა, რომელთა საერთო მოცულობა 6.6 მილიონ ლარს შეადგენდა.
❗ აღსანიშნავია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 23 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 748 მილიონ დოლარს შეადგენს.
2023 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.5 პროცენტით გაიზარდა
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების ინდექსის მიხედვით, 2023 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა.აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 9%-იანი ზრდით, რამაც 2.55% შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.❗ 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8.2%-ით.
ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 17.1%-ით, რამაც 4.67% შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
მთავრობა 70 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვას გეგმავს – რთველის სუბსიდია 60 მილიონი ლარია
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა მთავრობის საკუთრებაში არსებული მოსავლის მართვის კომპანიის განაცხადი 60 მილიონი ლარის შესყიდვაზე, რომლითაც რთველის განმავლობაში 60-70 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვა არის დაგეგმილი.
” მოცემული ღონისძიების ფარგლებში მთავარი შესყიდვის ობიექტი არის ყურძენი და შესყიდული ყურძნის რაოდენობაზეა დამოკიდებული ასევე მისი გადამუშავებისთვის საჭირო ტარის, დამხმარე მასალების, ტექნიკური აღჭურვის და სათადარიგო ნაწილების, ასევე მომსახურებების (ყურძნის გადამუშავების მომსახურება, მიღებული სითხეების ტრანსპორტირების მომსახურება, სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანდაგრების ქირავნობის და საბანკო მომსახურების) შესყიდვების რაოდენობებისა და მოცულობების განსაზღვრა,”- ნათქვამია გამარტივებული შესყიდვის განაცხადში.
სუბსიდირების არსებული პროგრამით, სახელმწიფო წინასწარ განსაზღვრულ ფასად ყიდულობს ბაზარზე არსებულ ჭარბ მოსავალს, რათა “ჩაუბარებერებლი ყურძენი” არ დარჩეს და ამასთან, ყურძნის ფასი არ დაეცეს. შესყიდული ყურძნით მთავრობის მიერ დაკონტრაქტებული კომპანიები სპირტს ხდიან, რაც შემდგომ საბითუმო ბაზარზე იყიდება.
❗წელს სუბსიდირების ბიუჯეტი შემცირებულია. 2022 წელს მევენახეობა-მეღვინეობის წახალისების პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 124.7 მილიონი ლარი იყო, წელს კი ის 67 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.
თუმცა, იმ შემთხვევაში თუკი მთავრობა დამატებითი სუბსიდიის საჭიროებას დაინახავს, აღნიშნული ბიუჯეტი რთველის მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს კიდეც.
I კვარტლის მონაცემებით ევროკავშირში რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის წილი მცირდება
Eurostat-ის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 9.2%-ით არის შემცირებული იმპორტირებული ენერგორესურსების ღირებულება, ხოლო 3%-ით – რაოდენობა.
კერძოდ, თუ 2022 წლის პირველ კვარტალში ნავთობპროდუქტების იმპორტში რუსეთს ყველაზე დიდი 26%-იანი წილი ეკავა, 2023 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 3.2%-მდე შემცირდა.
❗გაიზარდა ნორვეგიის, საუდის არაბეთისა და აშშ-ის წილი.
იგივე ვითარებაა ბუნებრივ გაზთან დაკავშირებით. თუ 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებისთვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი იყო და მისი წილი თითქმის 40%-ს აღწევდა, 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის წილი 21.4%-ით შემცირდა და მისმა წილმა 17% შეადგინა.
შემცირებულ რაოდენობას უკრაინის ომი განაპირობებს და ის დაწესებული სანქციების პაკეტი, რასაც ევროკავშირთან ერთად მხარი დიდმა შვიდეულის ქვეყნებმაც დაუჭირეს.
❗ევროკავშირთან ამგვარი ურთიერთობის ფონზე, რუსული ნავთობის მიწოდების დღიური მოცულობა ზედიზედ მეათე თვეა იზრდება ინდოეთში და ივნისში 2.2 მილიონ ბარელს მიაღწია. რუსეთისგან შესყიდვებმა გადააჭარბა საუდის არაბეთისა და ერაყის ერთობლივ გადაზიდვებს.
BlackRock-მა ბიტკოინის ETF-ის გამოშვების უფლება მოითხოვა
მსოფლიოს უმსხვილესმა ასეტ მენეჯერმა, BlackRock-მა, ბიტკოინის ETF-ის გამოშვების უფლება მოითხოვა.
მარეგულირებლისთვის გაგზავნილ მოთხოვნაში აღნიშნულია, რომ BlackRock-ს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი კრიპტო ETF-ის გამოშვება სურს, რომელიც შემდგომ ტრადიციულ საფონდო ბირჟაზე განთავსდება.
BlackRock-ის დამფუძნებელის და გენერალური დირექტორის ლარი ფინკის განცხადებით: „თუკი უფრო მეტი აქტივის, ფასიანი ქაღალდის და საქონლის ტოკენიზაციას მოვახდენთ, ამით მსოფლიოში ბიტკოინის როლი უფრო გაიზრდება, რომელიც მომავალში საფინანსო ინდუსტრიაში რევოლუციის მოხდენას შეძლებს“.
ლარი ფინკმა ასევე დასძინა, რომ ბიტკოინი ტრადიციული ფულის ალტერნატივასაც წარმოადგენს, თუმცა, ეროვნულ ვალუტებთან შედარებით, მისი მიწოდება შეზღუდულია, ინფლაციის რისკი კი თითქმის ნულოვანია, ამიტომაც, თავისი არსით ბიტკოინი უფრო ციფრული ოქროა, ვიდრე დეცენტრალიზებული დოლარი.
აღსანიშნავია, რომ Blackrock-ის ამდაგვარი მზაობა კრიპტო სფეროს და ბიტკოინის მიმართ ბოლო წელია რაც შეიცვალა, მანამდე კი ისინიც, როგორც სხვა დანარჩენი დიდი ფინანსური ინსტიტუტები, ბიტკოინს სკეპტიკურად უყურებდნენ.
❗კრიპტო ETF-ის შემთხვევაში მოხდება უმსხვილესი კრიპტოაქტივების გაერთიანება, თუმცა მათ შორის უდიდესი წილი ბიტკოინს ექნება.
⭕BlackRock-ის მიერ ETF-ის გამოშვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან კრიპტობირჟებისგან განსხვავებით, BlackRock-ს ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან სრული ნდობა აქვს და ის კარგი რეპუტაციით სარგებლობს.
იმ შემთხვევაში, თუკი მარეგულირებელი ნებართვას გასცემს, მაშინ ინვესტორები კრიპტო ETF-ის შეძენას პირდაპირ საფონდო ბირჟიდან შეძლებენ.