ჩვენი გუნდი

ჩვენს კომპანიას მართავს გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი, ჩვენი მისიის, ხედვისა და ღირებულებებისადმი ღრმა ერთგულებით.

ჩვენი სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტებულია საბანკო, საფინანსო და საინვესტიციო დარგებში გამოცდილი პროფესიონალებით.

ლევან დიასამიძე

სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე

ლევან დიასამიძე არის ფორსაითის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მისი ხელმძღვანელობით და სტრატეგიული მიმართულებით ფორსაითი ჩამოყალიბდა საქართველოს ერთ-ერთ წამყვან საინვესტიციო კომპანიად. ფორსაითის მისიაა დაეხმაროს კლიენტებს უკეთესი ფინანსური მომავლის შექმნაში, და დღესდღეობით კომპანია მართავს ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო პორტფელს ქვეყანაში.

ლევანს 18-წლიანი გამოცდილება აქვს საბანკო სექტორში - ის თიბისი ბანკის მენეჯმენტის გუნდის წევრი იყო და სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა.

ამჟამად ის არის Ibercompany Holding-ის აღმასრულებელი დირექტორი და Georgia Fitness Center-ის თანადამფუძნებელი. ლევანი აქტიურადაა ჩართული ქვეყნის ბიზნეს საზოგადოებაში და არის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ბიზნეს ასოციაციის წევრი.

ლევანს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში ჰენლის ბიზნეს სკოლიდან და დიდი ბრიტანეთის რედინგის უნივერსიტეტიდან.

ნუგზარ კაჩუხაშვილი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ნუგზარ კაჩუხაშვილი არის ფორსაითის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და გამოცდილი საერთაშორისო მმართველი 25-წლიანი გლობალური გამოცდილებით. 2015 წლიდან ის ხელმძღვანელობს საქართველოს უმსხვილეს ფოლადის მწარმოებელ კომპანიას "რუსთავის ფოლადს", რომლის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს.

ამ თანამდებობამდე ნუგზარი იყო ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული Aisi Capital-ის მმართველი პარტნიორი, სადაც მან წარმატებით განახორციელა ორი IPO საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე. მისი საერთაშორისო კარიერა მოიცავს მმართველ პოზიციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთში, ჩინეთსა და ევროკავშირში.

ნუგზარს მიღებული აქვს ბიზნესის მაგისტრის ხარისხი ჰარვარდის ბიზნეს სკოლიდან და მაგისტრის ხარისხი ფიზიკაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

ივანე ვახტანგიშვილი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ივანე ვახტანგიშვილი არის ფორსაითის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და საბანკო სექტორის აღიარებული პროფესიონალი 30-წლიანი გამოცდილებით. მისი კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება საქართველოს ეროვნულ ბანკს, სადაც 1998-2005 წლებში ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა. ამ პერიოდში, 2001-2004 წლებში, ის ასევე ხელმძღვანელობდა ბაზელის საბანკო ზედამხედველობის საერთაშორისო ჯგუფს.

მისი საერთაშორისო საბანკო გამოცდილება მოიცავს Halyk Bank Kazakhstan-ის თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციას (2006-2008) და Halyk Bank Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას (2008-2020).

ივანეს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხი მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტიდან.

ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს დინამიურ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ზრუნავს თქვენს საინვესტიციო წარმატებაზე.

გია მორჩილაძე

აღმასრულებელი დირექტორი

გია მორჩილაძე არის ფორსაით ინვესტმენტ გრუპის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი, რომელმაც 2021 წელს ორ პარტნიორთან ერთად შექმნა საქართველოს ერთ-ერთი პირველი ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია.

გიას აქვს 20-წლიანი გამოცდილება საბანკო სექტორში, მათ შორის 14 წელი ტოპ მენეჯმენტში, ასევე 15-წლიანი გამოცდილება ინვესტირებასა და პროექტების მართვაში სხვადასხვა ინდუსტრიაში, სადაც მის მიერ მართული პორტფელის მოცულობა აღემატება 45 მილიონ აშშ დოლარს.

2014-2015 წლებში გია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სამრეწველო პოლიტიკისა და სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის საკითხებში.

არჩილ მელიქაძე

რისკების და ფინანსური მართვის მთავარი ოფიცერი

არჩილ მელიქაძე არის ფორსაით ინვესტმენტ გრუპის რისკების და ფინანსური მართვის მთავარი ოფიცერი და 25-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი საბანკო, ტელეკომის, საცალო და ბიზნეს სერვისების სფეროებში.

2015 წლიდან ის იკავებს საქართველოს უმსხვილესი ფოლადის მწარმოებლის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილისა და ფინანსური დირექტორის პოზიციებს. მისი ხელმძღვანელობით წარმატებით განხორციელდა მნიშვნელოვანი პრივატიზაციის, კორპორატიული რესტრუქტურიზაციისა და ბიზნეს პორტფელის განვითარების პროექტები.

არჩილს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან (აშშ) ფინანსებსა და ეკონომიკაში და არის ფიზიკის დოქტორი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიდან.

რატი მორჩილაძე

მთავარი საინვესტიციო ოფიცერი

რატი მორჩილაძე არის ფორსაით ინვესტმენტ გრუპის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და პროექტების მართვის გამოცდილი სპეციალისტი, რომელსაც აქვს 5 წელზე მეტი ხელმძღვანელობის გამოცდილება განახლებადი ენერგიის, სოფლის მეურნეობისა და ფინანსურ სფეროებში.

2019-2022 წლებში ის ხელმძღვანელობდა საქართველოში მოცვის უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიას GeorgianBlue-ს. ამჟამად ასევე იკავებს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას შპს "მეგამინინგში", სამრეწველო და ძვირფასი ლითონების საძიებო კომპანიაში.

რატის მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებასა და ფინანსებში University of Southern California-დან (აშშ).

ვეკო დოდაშვილი

იურიდიული და კორპორაციული მართვის მთავარი ოფიცერი

ვეკო დოდაშვილი არის ფორსაით ინვესტმენტ გრუპის იურიდიული და კორპორაციული მართვის მთავარი ოფიცერი და გამოცდილი იურისტი 13-წლიანი პრაქტიკით საერთაშორისო და ადგილობრივ იურიდიულ ფირმებში, კერძო, საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

2017 წლიდან ის იკავებს მენეჯერულ პოზიციებს სხვადასხვა ორგანიზაციაში. ვეკო არის სერტიფიცირებული მედიატორი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი და მოწვეული ლექტორი საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებზე.

ამჟამად ის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის მიმართულებით. მას მიღებული აქვს საერთაშორისო სამართლის მაგისტრისა და ბაკალავრის ხარისხები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე გავლილი აქვს ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო და ევროპული სამართლის პროგრამა და ბერლინის Hertie School of Governance-ის იურიდიული სასერტიფიკაციო პროგრამა.

ჩანიშნე შეხვედრა

ფორსაითის ფინანსურ მრჩეველთან