ხშირად დასმული კითხვები

ფორსაითის შესახებ

რა არის ფორსაითი?

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპ“ არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია (AMC), რომელიც ქმნის და მართავს საინვესტიციო ფონდების მრავალფეროვან სპექტრს.

როდის დაიწყო ფორსაითმა ფუნქციონირება?

ფორსაითი ფუნქციონირებს 2021 წლის სექტემბრიდან.

რა ფინანსურ სერვისებს გვთავაზობს ფორსაითი?

ფორსაითი თავის კლიენტებს სთავაზობს ინვესტიციების მართვასა და საკონსულტაციო მომსახურებას. ფორსაითში, ჩვენი საინვესტიციო ფონდების მეშვეობით, ვქმნით და ვმართავთ დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პორტფელებს.

რეგულირებულია თუ არა ფორსაითი?

შპს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპ“-ი ლიცენზირებულია და რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ. ის შეტანილია სებ-ის რეესტრში 01/09/21 დადგენილებით, N266 სარეგისტრაციო ნომრით 404616518. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ მარეგულირებლის ვებ-გვერდს, მისამართზე: nbg.gov.ge

რა არის ფორსაითის საინვესტიციო ფილოსოფია?

ჩვენი საინვესტიციო ფილოსოფიის არსი არის გამჭვირვალობა და კეთილსინდისიერება. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს კლიენტებს მკაფიოდ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორც ჩვენი მუშაობის, ისე მათი ინვესტიციებისა და მოსაკრებლების შესახებ.

როგორ იცავს ფორსაითი ჩემს ფინანსურ აქტივებს?

ჩვენთვის თქვენი ფინანსური აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ გვაქვს მკაცრი პოლიტიკა, რომელიც წინასწარ განსაზღრავს თქვენი ინვესტიციების მართვასა და დაცვას. ყველა აქტივი ინახება განცალკევებულ ანგარიშზე სანდო მეურვე ბანკებში დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

გარდა ამისა, ჩვენ მკაცრად ვიცავთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ყველა ფინანსურ რეგულაციას და სტანდარტს. ჩვენი შიდა კონტროლი და პროცესები რეგულარულად ექვემდებარება აუდიტს, რათა უზრუნველყოს კეთილსინდისიერების და გამჭვირვალობის უმაღლესი დონე.

ანგარიშის გახსნა და მართვა

როგორ გავხსნა ანგარიში ფორსაითში?

ანგარიშის გახსნა შეგიძლიათ ჩვენს ინვესტორის პორტალზე სარეგისტრაციო ფორმის შევსებით, ან ჩვენს ოფისში პირადი ვიზიტისას

რა დოკუმენტებია საჭირო ანგარიშის გასახსნელად?

ფორსაითში ანგარიშის გასახსნელად, საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - მათ შორის პირადობის მოწმობა, პასპორტი ან მართვის მოწმობა. გარდა ამისა, ჩვენ ყველა კლიენტს ვთხოვთ შეავსოს კითხვარი „იცნობდე შენს კლიენტს“ (KYC). ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი საშუალებაა  გავიგოთ მეტი თქვენი ფინანსური მიზნების, რისკის ტოლერანტობისა და საინვესტიციო გამოცდილების შესახებ. თქვენი პასუხების მიხედვით შევძლებთ შემოგთავაზოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული საინვესტიციო პროდუქტები.

როგორ შემიძლია განვაახლო ინფორმაცია ჩემს ანგარიშზე?

თქვენი ანგარიშის ინფორმაციის განახლება შეგიძლიათ ჩვენს ინვესტორის პორტალზე ან მობრძანდეთ ჩვენს ოფისში.

როგორ უნდა დავხურო ფორსაითის ანგარიში?

შეგიძლიათ შეავსოთ ჩვენი ონლაინ ანგარიშის დახურვის ფორმა, ინვესტორის პორტალის მეშვეობით ან  მობრძანდეთ ჩვენს ოფისში და პირადად შეავსოთ საჭირო ფორმა. ფორსაითის გუნდის მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენლები ყოველთვის მზად არიან თქვენს დასახმარებლად.

საინვესტიციო პროდუქტები & სერვისები

რა ტიპის საინვესტიციო პროდუქტებს გვთავაზობს ფორსაითი?

ჩვენ გთავაზობთ საინვესტიციო პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს, რომელიც შექმნილია თქვენი საჭიროებებისა და რისკის ტოლერანტობის დონის დასაკმაყოფილებლად. ჩვენი შეთავაზებები მოიცავს სააქციო ფონდებს, ობლიგაციების ფონდებს, სავალო ფონდებს, ფულადი ბაზრის ფონდებს და სხვა ალტერნატიულ ინვესტიციებს. თითოეული პროდუქტი გთავაზობთ უნიკალურ უპირატესობებს, რისკების დაზღვევას და ამონაგების პოტენციალს. გირჩევთ, გაესაუბროთ ჩვენს ერთ-ერთ ფინანსურ მრჩეველს, რათა გაიგოთ, რომელი კონკრეტული პროდუქტია მორგებული თქვენს ფინანსურ მიზნებსა და საინვესტიციო სტრატეგიაზე.

როგორ ირჩევს ფორსაითი ინვესტიციებს ფონდებისთვის?

ფორსაითის საინვესტიციო სტრატეგია ემყარება საფუძვლიან კვლევებს, რისკების დისციპლინირებულ მართვასა და პროექტის ყოვლისმომცველ, კომპლექსურ ანალიზს. ჩვენ გვყავს გამოცდილი საინვესტიციო პროფესიონალების ერთგული გუნდი, რომელიც პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობების გამოსავლენად რაოდენობრივი ანალიზის, ხარისხობრივი შეხედულებებისა და ბაზრის კვლევების საერთო გარემოებებს ითვალისწინებს. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია შევქმნათ დივერსიფიცირებული პორტფელები, რომლებსაც, თითოეული ფონდის სპეციფიკური მიზნებიდან გამომდინარე, ექნებათ რისკზე მორგებული მაღალი ამონაგები.

რა არის მინიმალური ინვესტიცია, ფორსაითის თითოეულ ფონდში?

მინიმალური საინვესტიციო თანხა განსხვავდება ფონდიდან-ფონდამდე. ჩვენი თითოეული ფონდი განსხვავებულად არის სტრუქტურირებული, რათა დააკმაყოფილოს კლიენტების მრავალფეროვანი საინვესტიციო საჭიროებები და შესაძლებლობები. თითოეული ფონდისთვის კონკრეტული მინიმალური საინვესტიციო მოთხოვნების გასარკვევად, გთხოვთ, იხილოთ ინდივიდუალური ფონდის აღწერილობები, რომლებიც ხელმისაწვდომია ჩვენი საინვესტიციო ფონდების გვერდზე. ჩვენ მზად ვართ გავხადოთ ინვესტიციები ხელმისაწვდომი ადამიანების ფართო სპექტრისთვის და მოგიწოდებთ, შეისწავლოთ ჩვენი შეთავაზებები, რათა იპოვოთ საუკეთესო და შესაფერისი პროდუქტი თქვენი საინვესტიციო მიზნისთვის.

სთავაზობს თუ არა ფორსაითი ინდივიდუალურ საინვესტიციო რჩევებს?

დიახ, ფორსაითს ჰყავს თქვენთვის ხელმისაწვდომი საინვესტიციო მრჩეველთა გუნდი, ჩვენს მრჩევლებს შეუძლიათ მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენს მიზნებზე მორგებული საინვესტიციო პროდუქტების შესახებ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნებისმიერი რჩევა უნდა ჩაითვალოს რეკომენდაციად. საბოლოო ჯამში თქვენ გადაწყვეტთ სად და როგორ განახორციელოთ ინვესტიცია.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა კლიენტს, საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებით გაითვალისწინონ საკუთარი ფინანსური მიზნები, რისკის ტოლერანტობა და ინვესტიციის ვადები. გახსოვდეთ, რომ ყველა ინვესტიცია ატარებს გარკვეული დონის რისკს და წარსული მაჩვენებლები არ მიუთითებს მომავალ შედეგებზე.

მოსაკრებლები და გადასახადები

რა საკომისიოებს მოიცავს ფორსაითში ანგარიშის გახსნა?

ჩვენ ვამაყობთ ფორსაითის გამჭვირვალობითა და ხელმისაწვდომობით. ჩვენთან ანგარიშის გასახსნელად არანაირ გადასახადს არ იხდით. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ შეიძლება არსებობდეს იმ კონკრეტულ ფონდებთან დაკავშირებული  მართვის საკომისიოები, რომლებშიც ირჩევთ ინვესტირებას. ეს საკომისიო გამოიყენება ფონდის მართვის ხარჯების დასაფარად და, როგორც წესი, გამოიქვითება ფონდის აქტივებიდან.

საკომისიოების სრული განხილვისთვის, ჩვენი რჩევაა გადახედოთ პროსპექტს თითოეული ფონდისთვის, რომელშიც განიხილავთ ინვესტირებას. როგორც ყოველთვის, დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, ჩვენი მრჩეველთა გუნდი მზად არის დაგეხმაროთ.

რა არის მენეჯმენტის საფასური თითოეული პროდუქტისთვის?

მენეჯმენტის საფასური, რომელიც დაკავშირებულია ფორსაითის თითოეულ ფონდთან, შეიძლება განსხვავდებოდეს და როგორც წესი, წარმოადგენს მართვის ქვეშ მყოფი აქტივების პროცენტს. ეს საკომისიო ფარავს ფონდის მართვის ხარჯებს და ძირითადად გამოიქვითება ფონდის აქტივებიდან.

ჩვენი თითოეული ფონდის მართვის კონკრეტული საკომისიოს სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებსაიტზე, საინვესტიციო ფონდების გვერდს. იქ თქვენ იპოვით ყოვლისმომცველ ინფორმაციას თითოეული ფონდის შესახებ, მათ შორის მათი საინვესტიციო სტრატეგიების, წარსული მაჩვენებლებისა და მასთან დაკავშირებული საკომისიოების შესახებ. როგორც ყოველთვის, ჩვენი მრჩეველთა გუნდი მზად არის დაგეხმაროთ ნებისმიერ შეკითხვაზე საპასუხოდ.

არის თუ არა რაიმე ტრანაქციის საკომისიო ან ფარული ხარჯები ფორსაითში ინვესტირებისას?

ფორსაითის  ყველა საქმიანობა, მათ შორის საფასურის სტრუქტურა გამჭვირვალეა.  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მენეჯმენტის საფასური ხარჯების უმეტეს ნაწილს ფარავს, ჩვენს ზოგიერთ ფონდს, კონკრეტულ სერვისებთან დაკავშირებით, შეიძლება ჰქონდეს ისეთი დამატებითი ხარჯები, როგორიცაა დეპოზიტარის მომსახურება, ფონდის ადმინისტრირება ან ფონდთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები. ეს გადასახადები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კონკრეტული ფონდის მიხედვით განსხვავდება და ასევე გამოიქვითება უშუალოდ ფონდის აქტივებიდან.

ჩვენს თითოეულ ფონდთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გირჩევთ ეწვიოთ საინვესტიციო ფონდების გვერდს. აქ ნახავთ თითოეული ფონდისთვის განკუთვნილ ყველა საკომისიოს ჩამონათვალს. როგორც ყოველთვის, ჩვენი გუნდი მზად არის გიპასუხოთ  ნებისმიერ შესაძლო შეკითხვაზე.

რა მოხდება, თუ მსურს ფულის ნაადრევად გამოტანა; არის თუ არა ჯარიმა?

ჩვენი მიზანია, ფორსაითის ინვესტორებს შევთავაზოთ  პროდუქტების მოქნილი სისტემა. ჩვენი ფონდების უმრავლესობა თანხის ვადაზე ადრე გატანის შემთხვევაში ჯარიმას არ ითვალისწინებს. თუმცა, რამდენიმე ფონდი შესაძლოა მოიცავდეს ფულის ნაადრევად გატანის ჯარიმას ფონდის ყველა ინვესტორის ინტერესების დასაცავად. ეს ჯარიმები, გამოყენების შემთხვევაში, ცალსახად არის მითითებული ინდივიდუალური ფონდის მოხმარების  პირობებში. აუცილებლად გირჩევთ, ეწვიოთ საინვესტიციო ფონდების გვერდს, რათა, ინვესტირებამდე გადახედოთ თითოეული ფონდის სპეციფიკას.

მომხმარებელთა მომსახურება

როგორ შემიძლია დავუკავშირდე ფორსაითის მომხმარებელთა მომსახურებას?

ფორსაითის გუნდის პრიორიტეტია მომხმარებელთა მომსახურების უწყვეტი და დამაკმაყოფილებელი გამოცდილების უზრუნველყოფა. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

- ტელეფონი: ჩვენი მომხმარებელთა მომსახურების ნომერი, 032 2 920 921, ხელმისაწვდომია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9 საათიდან - საღამოს 6 საათამდე. ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ ნებისმიერ, მოულოდნელად შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით.

- ელფოსტა: შეგიძლიათ მოგვწეროთ ნებისმიერ დროს ზოგადი შეკითხვებისთვის info@foresight.ge-ზე. თუ უკვე არსებული ინვესტორი ხართ, დაგვიკავშირდით investor@foresight.ge-ზე. ჩვენ ვცდილობთ ვუპასუხოთ ყველა წერილს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.

- პირდაპირი ჩატი: ჩვენ გთავაზობთ რეალურ დროში დახმარებას ჩვენი ინვესტორების პორტალის მეშვეობით. ჩვენი ჩატის მხარდაჭერა ხელმისაწვდომია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9 საათიდან - საღამოს 6 საათამდე, რაც თქვენს შეკითხვებს დაუყოვნებლივ უპასუხებს. 

- გვეწვიეთ: თუ პირისპირ საუბარი გირჩევნიათ, გვეწვიეთ ჩვენს ოფისში, ბესიკის ბიზნეს ცენტრში, ოფისი #204.

ჩვენ, ფორსაითის გუნდი, მზად ვართ დაგეხმაროთ, რათა თქვენი გამოცდილება ფორსაითთან ერთად იყოს მარტივი, მომგებიანი და სასარგებლო.

შემიძლია ჩავნიშნო შეხვედრა ფორსაითის წარომადგენელთან?

რა თქმა უნდა! ჩვენ, ფორსაითის გუნდი, ძალიან ვაფასებთ ჩვენს მომხმარებელთან პირად, საქმიან კავშირებს და ინდივიდუალურ მხარდაჭერას. თქვენი მოხერხებულობისთვის, ჩვენ ვიყენებთ დაგეგმვის პლატფორმას Calendly, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაჯავშნოთ შეხვედრა პირდაპირ ჩვენს წარმომადგენლებთან, მათთან რეალურ დროში ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით?

შეხვედრის დასაგეგმად, უბრალოდ მიჰყევით ამ ნაბიჯებს:

1. ეწვიეთ ჩვენს Calendly გვერდს;
2.
აირჩიეთ სერვისი ან შეხვედრის ტიპი, რომელიც გსურთ;
3. აირჩიეთ თქვენთვის მისაღები თარიღი და დრო;
4. შეავსეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია;
5. დააწკაპუნეთ „დაგეგმეთ ღონისძიება“ თქვენი შეხვედრის დასადასტურებლად.

დაგეგმვის შემდეგ, თქვენ მიიღებთ დამადასტურებელ ელ. წერილს თქვენი შეხვედრის ყველა დეტალით. ეს მარტივია! ჩვენი წარმომადგენელი მზად იქნება დაგეხმაროთ დანიშნულ დროს. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ დრო, თავიდან აიცილოთ ზედმეტი ლოდინი და მიიპყროთ ჩვენი ყურადღება შეხვედრის დროს.