ფინანსური განათლება
ინვესტირება
დაზოგილი კაპიტალის გონივრული ინვესტირება ადამიანებს აძლევს საშუალებას დააგროვონ დოვლათი, დააგენერირონ დამატებითი შემოსავალი და უზრუნველყონ საკუთარი სტაბილური ფინანსური მომავალი. მიუხედავად იმისა, აინვესტირებთ საპენსიო ასაკისთვის, თქვენი შვილის განათლებისთვისა თუ საკუთარი ფინანსური თავისუფლებისთვის, ინვესტიცია იძლევა შესაძლებლობას, რომ თქვენი ფული თქვენთვისვე ამუშაოთ.
დღევანდელი ფინანსური სისტემა უამრავი სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო შესაძლებლობას გვთავაზობს. ყველაზე გავრცელებული საინვესტიციო აქტივებია საინვესტიციო ფონდები, კომპანიების აქციები, კორპორაციული და სახელმწიფო ობლიგაციები, უძრავი ქონება და სხვ. გონივრული ინვესტირება მოითხოვს ფრთხილ დაგეგმვას, საინვესტიციო შესაძლებლობების სიღრმისეულ შესწავლას და პოტენციური რისკების გულდასმით განხილვას.
ამ სექციის მიზანია მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია საინვესტიციო პროცესისა და სხვდასხვა ტიპის აქტივების შესახებ.
თუმცა, უშუალოდ თქვენზე მორგებული საინვესტიციო სტრატეგიის შესაქმნელად და თქვენ კითხვებზე ამომწურავი პასუხის მისაღებად რეკომენდებულია გაესაუბროთ ფინანსურ მრჩეველს.
შეგვეხმიანეთ!
თუ დაინტერესებული ხართ ჩვენი სერვისებით, დაგვიკავშირდით:
- 032 2920 921
- +995 577 94 28 28
- info@foresight.ge