ჩვენი ისტორია
ფორსაით ინვესტმენტ გრუპი საქართველოში დაფუძნებული ერთ-ერთი პირველი აქტივების მმართველი კომპანიაა, რომელიც ახალი ტიპის, მომგებიანი და მოქნილი ფინანსური პროდუქტების შექმნით ხელს უწყობს ქვეყანაში თანამედროვე საინვესტიციო კულტურისა და ეკოსისტემის განვითარებას.
მაისი 2021
კომპანიის დაარსება
ფორსაით ინვესტმენტ გრუპი სამი პარტნიორის საერთო ძალისხმევით დაარსდა. ერთობლივი გამოცდილებითა და საერთო ამბიციით, მათ საფუძველი ჩაუყარეს აქტივების მმართველ კომპანიას, რომელიც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ინოვაციური საინვესტიციო გადაწყვეტილებებისა და კლიენტებისთვის განსაკუთრებული სერვისების მიწოდებისკენაა მიმართული.
სექტემბერი 2021
საქართველოს ეროვნული
ბანკის ლიცენზია
ფორსაითი გახდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ერთ-ერთი პირველი აქტივების მმართველი კომპანია. აღნიშნული ლიცენზიის მიღებით დადასტურდა როგორც კომპანიის შესაბამისობა მარეგულირებლის მიერ დაწესებულ მოთხოვნებთან, ისე ფორსაითის გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია.
აპრილი 2022
პირველი ფონდის რეგისტრაცია და გაშვება
ფორსაით ინვესტმენტ გრუპმა დაარეგისტრირა კომპანიის პირველი ფონდი - დოლარის უზრუნველყოფილი სასესხო პორტფელი. ამ ნაბიჯით ფორსაითმა დაიწყო კომპანიის კლიენტებისთვის ინოვაციური და მათ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტების შექმნა.
ივნისი 2022
პირველი ფონდისთვის სახსრების მოზიდვა
ფორსაით ინვესტმენტ გრუპმა მისი პირველი ფონდისთვის კაპიტალის მოზიდვის პროცესი დაიწყო.
ივნისი 2023
მეორე და მესამე ფონდების რეგისტრაცია და გაშვება
ფორსაით ინვესტმენტ გრუპმა დაარეგისტრირა მეორე და მესამე ფონდები - ევროს უზრუნველყოფილი სასესხო პორტფელი და ფორსაითის განვითარების ფონდი. აღნიშნულის შედეგად, მნიშნელოვნად გაიზარდა ფონდის მიერ შეთავაზებული საინვესტიციო პროდუქტების სპექტრი.
ჩანიშნე შეხვედრა
ფორსაითის ფინანსურ მრჩეველთან