ჩვენი მისია, ხედვა და ღირებულებები

ჩვენი საინვესტიციო ფილოსოფიის არსი არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.  ჩვენ ვეხმარებით ყველა დაინტერესებულ პირს გონივრული და მომგებიანი ინვესტიციების განხორციელებაში.

მისია

ვიყოთ მომგებიანი და ეფექტიანი (lean) საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც:

  • ხელს უწყობს დასავლური საინვესტიციო კულტურისა და ეკოსისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში
  • დამზოგველებს უქმნის დანაზოგის განთავსების მომგებიან და უსაფრთხო შესაძლებლობებს და ეხმარება მათ სტაბილური ფინანსური მომავლის უზრუნველყოფაში
  • ბიზნესებისთვის უზრუნველყოფს მათ საჭიროებაზე მორგებულ დაფინანსებას

ჩვენი მიზანია 5 წელში ვმართავდეთ არანაკლებ 1 მლრდ აშშ დოლარის აქტივებს.

ხედვა

ხელი შევუწყოთ აქტიური საინვესტიციო ეკოსისტემის შექმნას საქართველოში, სადაც დამზოგველებსა და ინვესტორებს ხელი მიუწვდებათ მრავალფეროვან საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ხოლო ბიზნესებს - მათ საჭიროებაზე მორგებულ დაფინანსებაზე.

ჩვენი პრინციპები

ფორსაითის გუნდი მოქმედებს შემდეგი პრინციპების შესაბამისად:

  • ჩვენ ვიცავთ ჩვენი ინვესტორების ინტერესებს: ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ფორსაითის ინვესტორების კეთილდღეობაზე. ყოველი ჩვენი ქმედება და გადაწყვეტილება ითვალისწინებს ინვესტორების საუკეთესო ინტერესებს;
  • ჩვენი საქმიანობა და გადაწყვეტილებები გამჭვირვალეა: ჩვენი მიზანია ფორსაითის ინვესტორების და სხვა დაინტერესებული მხარეები მუდმივად ინფორმირებულნი იყვნენ ჩვენი საქმიანობისა და გადაწყვეტილებების შესახებ;
  • ჩვენ ორიენტირებულნი ვართ საუკეთესო შედეგების მიღწევაზე: ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენი ინვესტორებისთვის მაქსიმალური ამონაგების გენერირებაზე;
  • ჩვენ მუდმივად ვქმნით ინოვაციურ საინვესტიციო პროდუქტებს: ჩვენ მუდმივად ვავითარებთ და ვთავაზობთ ბაზარს ინოვაციურ საინვესტიციო პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა ტიპის ინვესტორის საჭიროებაზე;
  • ჩვენი ვქმნით უკეთეს ფინანსურ მომავალს: ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს მიიღონ გონივრული საინვესტიციო გადაწყვეტილებები და უზრუნველყონ საკუთარი სტაბილური ფინანსური მომავალი.

ჩანიშნე შეხვედრა

ფორსაითის ფინანსურ მრჩეველთან