Cookies პოლიტიკა

ჩვენ ვიყენებთ Cookies ამ ვებსაიტზე, რომლებიც ხელმისაწვდომია შპს ფორსაით ინვესტმენტ გრუპისთვის. ქვემოთ მოცემულ აღწერაში შეგიძლიათ გაეცნოთ, თუ როგორ და რა მიზნით ვიყენებთ cookies ფაილებს.

რა არის cookies?

თითქმის ყველა ვებსაიტი იყენებს Cookie ფაილებს და მათი გამოყენება შეიძლება საჭირო გახდეს ვებსაიტის ოპტიმალურად ფუნქციონირებისთვის.

Cookie არის მონაცემთა ფაილი, რომელიც ინახება თქვენს კომპიუტერში ვებსაიტის გახსნისას. ის საშუალებას აძლევს ვებსაიტებს ამოიცნონ თქვენი კომპიუტერი და ამასთან, ის არის ერთგვარი საშუალება ინფორმაციის შესაგროვებლად, თუ რომელ ვებსაიტებსა და ფუნქციებს სტუმრობს ვიზიტორი ბრაუზერით. Cookie ფაილები ვერ ხედავს თქვენს ვინაობას და პერსონალურ მონაცემებს - რა გქვიათ ან სად ცხოვრობთ. ასევე ვერ ხედავს, რამდენი ადამიანი სარგებლობს არსებული კომპიუტერით. Cookie ფაილი ვერ ავრცელებს კომპიუტერულ ვირუსს ან სხვა მავნე პროგრამებს.

რა არის Cookies Google Analytics-დან?

ჩვენ ვიყენებთ Google Analytics-ს www.foresight.ge-ზე, რათა გავაანალიზოთ, როგორ იყენებენ ვიზიტორები ვებსაიტს. Cookie ფაილის მიერ შეგროვებული ინფორმაცია თქვენი ვიზიტის შესახებ (ტრაფიკის მონაცემები, თქვენი IP მისამართის ჩათვლით) იგზავნება და ინახება Google-ის სერვერებზე აშშ-ში.

Google იყენებს ინფორმაციას თქვენი ვებსაიტის გამოყენების შესაფასებლად, ვებსაიტზე აქტივობის შესახებ ანგარიშების შედგენის,  აქტივობისა და ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა სერვისების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, Google-ს შეუძლია გადასცეს ინფორმაცია მესამე მხარეს, თუ ამას კანონი მოითხოვს, ან თუ მესამე მხარე ამუშავებს ინფორმაციას Google-ის ნებართვით.

Google Analytics ადგენს Cookies ორ ტიპს:

  • მუდმივი Cookie ფაილი, რომელიც მიუთითებს, ბრუნდება თუ არა მომხმარებელი ვებსაიტზე, საიდან შემოდის მომხმარებელი, რომელი საძიებო სისტემაა გამოყენებული, რომელი საკვანძო სიტყვებით სარგებლობს და ა.შ.
  • სესიის Cookie ფაილები, აჩვენებს როდის და რამდენ ხანს ჩერდება მომხმარებელი ვებსაიტზე. სესიის Cookie ფაილებს ვადა ეწურება ყოველი სესიის შემდეგ, ანუ როცა დახურავთ თქვენს ჩანართს ან ბრაუზერს.

Google არ დააკავშირებს თქვენს IP მისამართს Google-ის მიერ დაცულ სხვა ინფორმაციასთან.

წაიკითხეთ მეტი Google Analytics-ის მიერ Cookies გამოყენების შესახებ აქ.

 

როგორ უარყოთ Cookies გამოყენება

თუ არ გსურთ თქვენს კომპიუტერში Cookie ფაილების შენახვა, შეგიძლიათ უარყოთ ისინი ბრაუზერში შესაბამისი პარამეტრების არჩევით. პარამეტრების გათიშვა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ბრაუზერით სარგებლობთ.

ყველა ბრაუზერი საშუალებას გაძლევთ წაშალოთ Cookies ცალკე ან ერთდროულად. გახსოვდეთ, რომ Cookies უნდა წაშალოთ ყველა ბრაუზერში, თუ ერთზე მეტს იყენებთ.

თუ არ გსურთ მიიღოთ Cookies www.foresight.ge-დან, ახალი ბრაუზერების უმეტესობა საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ Cookies გაფართოებული პარამეტრები ინტერნეტის პარამეტრებიდან და დაამატოთ www.foresight.ge იმ ვებსაიტების სიაში, რომლებიდანაც გსურთ Cookies დაბლოკვა.

ამ პარამეტრით თქვენ ასევე შეგიძლიათ წაშალოთ ცალკეული Cookies ან თქვენი ბრაუზერის მიერ შენახული ყველა Cookie.

თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თუ შეცვლით თქვენს პარამეტრებს ყველა Cookie ფაილის დაბლოკვის მიზნით, შესაძლოა ვერ შეძლოთ ზოგიერთი ვებსაიტის ყველა ფუნქციისა და გვერდის გამოყენება.

თუ არ გსურთ, რომ თქვენი ვიზიტი დარეგისტრირდეს Google Analytics-ის მიერ, შეგიძლიათ გამოიყენოთ Google-ის უარის თქმის ბრაუზერის დამატება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ვიზიტები სხვა ვებსაიტებზე Google Analytics-ის გამოყენებით არ დარეგისტრირდება, თუ თქვენ ამ ბრაუზერის დანამატს დააინსტალირებთ.

წაიკითხეთ მეტი Google-ის უარის თქმის ბრაუზერის დანამატის შესახებ აქ.