დისკლეიმერი

ფორსაით ინვესტმენტ გრუპ-ის („ჩვენ“ ან „ჩვენი“) მიერ მოწოდებული ინფორმაცია www.foresight.ge -ზე („საიტი“) მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო ხასიათისაა. საიტზე არსებული ყველა ინფორმაცია მოწოდებულია კეთილსინდისიერად, თუმცა ჩვენ არ ვიძლევით რაიმე სახის გარანტიას, გამოხატულს ან ნაგულისხმევს, საიტის ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტეს, ადეკვატურობას, ვალიდობას, სანდოობას, ხელმისაწვდომობას ან სისრულეს. აქ მოცემული ინფორმაცია მოწოდებულია მხოლოდ, როგორც საინფორმაციო ხასიათის. ჩვენი რეკომენდაციაა,  ნებისმიერი შესყიდვის ან გაყიდვის გადაწყვეტილება განიხილოთ ფინანსურ მრჩეველთან, ბროკერ-დილერთან, ან ფინანსური მარეგულირებელი ორგანოს წევრთან.

ფორსაით ინვესტმენტ გრუპის პუბლიკაციები შესაძლოა არ განახლდეს ოპერატიულად  მათი გამოქვეყნების შემდეგ და შესაძლოა გარკვეული  გარემოებების ცვლილების გამო არაზუსტი აღმოჩნდეს. ფორსაით ინვესტმენტ გრუპი პუბლიკაციის მოძველების გამო ადრესატების მიმართ არ იღებს პასუხისმგებლობას.

თუ პუბლიკაცია მოძველებულია, ფორსაით ინვესტმენტ გრუპ-ი არ იქნება ვალდებული;

  • განაახლოს პუბლიკაცია
  • აცნობოს პუბლიკაციის მიმღებებს
  • შეასრულოს ნებისმიერი სხვა მოქმედება.

ნებისმიერი პუბლიკაცია შეიძლება იყოს პირადად ავტორის პოზიცია და არ ასახავდეს ფორსაით ინვესტმენტ გრუპ-ის აზრს. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, გავაუქმოთ ან შეცვალოთ ნებისმიერი პუბლიკაცია ან ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულია ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე (წინასწარ ან შემდგომ).

ჩვენ არცერთ შემთხვევაში ვართ პასუხისმგებელნი  თქვენს წინაშე რაიმე სახის დანაკარგის ან ზიანისათვის, რომელიც წარმოიქმნება საიტის გამოყენების ან მასზე მოწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე დამოკიდებულების შედეგად. თქვენ მიერ საიტის გამოყენება და   საიტზე არსებული ნებისმიერი ინფორმაციის სანდო წყაროდ მიჩნევა  არის მხოლოდ თქვენი საკუთარი რისკი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ფინანსურ ინსტრუმენტებში/ფასიან ქაღალდებში ინვესტირება და ვაჭრობა მოიცავს მნიშვნელოვან ფინანსურ რისკებს. შესაბამისად, ამ შეტყობინების მიმღებმა უნდა მიიღოს საინვესტიციო გადაწყვეტილებები პირადად და საკუთარი რისკის გათვალისწინებით, რაც  მას მიაჩნია მიზანშეწონილად, საკუთარი მიზნებისა და ფინანსური გარემოებების გათვალისწინებით. ეს შეტყობინება მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა და არ წარმოადგენს  ფასიანი ქაღალდების/აქტივების ყიდვა/გაყიდვის რაიმე შეთავაზებას, შეთავაზებაზე მოწვევას ან შუამავლობას. ეს შეტყობინება განკუთვნილია: ა) პირისთვის, რომელიც იმყოფება შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს და ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ და ბ) არის პირი, რომელსაც ეს ინფორმაცია შეიძლება კანონიერად მიეწოდოს იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ის იმყოფება.  პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობებს, არ აქვს უფლება დაეყრდნოს ინფორმაციას ან იმოქმედოს ამ შეტყობინების შესაბამისად.