მართვის სტილი
აქტიური
აქტივთა კლასი
ჰიბრიდული
კატეგორია
სესხები და ინვესტიციები კაპიტალში
რისკიანობა
საპროგნოზო წლიური ამონაგები
11%
სარგებლის სიხშირე
კვარტალურად
მინიმალური ინვესტიცია
100 000 USD
ფონდის შესახებ
ძირითადი მახასიათებლები
ფონდის ტიპი | დახურული, ფიქსირებული შემოსავლის ფონდი |
დაარსების თარიღი | ივნისი 2023 |
ფონდის დაგეგმილი ზომა | $10 მილიონი |
ფონდის მიზანი | ფიქსირებული შემოსავლის უზრუნველყოფა კაპიტალური მოგების პოტენციალთან ერთად |
მოსალოდნელი ამონაგები | წლიური 8% ყოველთვიური დივიდენდების სახით; +4% დამატებითი შემოსავალი ყოველი წლის ბოლოს |
მინიმალური ინვესტიციის ოდენობა | $20 000 |
ლიკვიდურობის პროფილი | წელიწადში ორჯერ; მაქს NAV-ის 15% |
რისკიანობის რეიტინგი
ფონდის მიმოხილვა
"ფორსაითის განვითარების ფონდი" აერთიანებს ფიქსირებული შემოსავლისა (Fixed-income) და კაპიტალის ინვესტიციების (Equity) ელემენტებს.
მოზიდული სახსრების დაბანდებისთვის ფონდი ძირითადად იყენებს კვაზი-კაპიტალის ინსტრუმენტებს, როგორიცაა კონვერტირებადი სესხი და კაპიტალში ინვესტირება ფიქსირებული გამოსყიდვის ვალდებულებით (Put Option). ამასთან, ფონდის პორტფელის ნაწილი შესაძლოა იყოს ჩვეულებრივ კაპიტალის ინვესტიციებშიც (Pure Equity).
ფონდის მმართველი
ფონდს მართავს ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია ფორსაით ინვესტმენტ გრუპის საინვესტიციო ოფიცერი და კომპანიის საინვესტიციო დეპარტამენტი.
საინვესტიციო პოლიტიკა
ფონდი საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს აწვდის რისკ-კაპიტალს ბიზნესის გასავითარებლად. ინვესტიციები ხორციელდება კვაზი-კაპიტალის ინსტრუმენტების გამოყენებით და ორიენტირებულია ბიზნესებზე, რომლებსაც აქვთ ზრდის მაღალი პოტენციალი, მაგრამ არ გააჩნიათ კომერციული ბანკის მხრიდან დაკრედიტებისთვის შესაბამისი უძრავი ქონება ან/და დღევანდელი ფულადი ნაკადები.
ფონდის ინვესტიციების მოცულობა, როგორც წესი, მერყეობს $200,000-დან $1 მილიონამდე. ფონდი მიზნად ისახავს დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნას და არ არის სექტორულად შეზღუდული.
ინვესტორის პროფილი
ფონდი განკუთვნილია ინვესტორებისთვის, რომლებსაც:
აქვთ საშუალო რისკის აპეტიტი და სურთ საშუალოზე მაღალი ამონაგების მიღება აშშ დოლარში
აინტერესებთ რეგულარული შემოსავლისა და კაპიტალური მოგების პოტენციალის ბალანსი
აქვთ საშუალოვადიანი საინვესტიციო ჰორიზონტი 3+ წელი
სამიზნე დარგები
ფონდის ისტორიული შედეგები
ფონდის რეგულირება
ფორსაითის ევროს უზრუნველყოფილი სასესხო პორტფელი რეგისტრირებულია და რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, 2020 წლის კანონის „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ შესაბამისად.
ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტები
ნებისმიერი ინვესტიცია ფინანსურ ინსტრუმენტებში რისკების შემცველია. წარსული პერფორმანსი არ არის მომავლის შედეგების პროგნოზირების საფუძველი. ინვესტიციის განხორციელებამდე, პოტენციური ინვესტორი გულდასმით უნდა გაეცნოს პროსპექტსა და დაკავშირებულ მასალებს, და ფრთხილად გაანალიზოს ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული რისკები და მათი შესაბამისობა თავის საინვესტიციო მიზნებთან და ფინანსურ მდგომარეობასთან.
ჩანიშნე შეხვედრა
ფორსაითის ფინანსურ მრჩეველთან