100 GEL
ყოველდღიურ ნაშთზე
ფულადი ბაზრის
ფონდი
![რისკიანობა რისკიანობა](https://foresight.ge/wp-content/uploads/elementor/thumbs/რისკიანობა-qlhbea2c8p5d1y0c8de1onadltqtv0q448n3pmuyiu.png)
8%
ფულადი ბაზრის აქტივები
ყოველდღიური
აქტიური
ფონდის შესახებ
ძირითადი მახასიათებლები
ფონდის ტიპი | ღია საცალო ფონდი |
დაარსების თარიღი | მარტი 2024 |
ფონდის ვადიანობა | უვადო |
მოსალოდნელი წლიური ამონაგები | 6-8% |
ამონაგების განაწილება | ყოველთვიურად |
თანხის უკან გატანა | ნებისმიერ დროს (საკომისიოს გარეშე) |
სარგებლის დარიცხვა | ყოველდღიურ ნაშთზე |
რისკიანობის რეიტინგი
![](https://foresight.ge/wp-content/uploads/2024/03/რისკიანობა1-400x184.png)
ფონდის მიმოხილვა
ფორსაითის ლარის ფონდი საშუალებას გაძლევს ნებისმიერი ვადით დააბანდო შენი ლარის დანაზოგი და სარგებელი ყოველდღიურად მიიღო, დღის ბოლოს არსებულ ნაშთზე.
ამასთან, ფონდში ინვესტირება შესაძლებელია დაბალი მინიმალური შენატანით, ხოლო თანხის გატანა ნებისმიერ დროს, მაქსიმუმ ერთ დღეში შეგიძლია.
ფონდის მმართველი
ფონდს მართავს ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია შპს "ფორსაით ინვესტმენტ გრუპის" ფონდის მმართველი ვლადიმერ მესტიაშვილი.
ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი
საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად, აქტივების მმართველი კომპანია ფონდის აქტივების შენახვის, აღრიცხვისა და ადმინისტრირების ფუნქციების დელეგირებას ახორციელებს ლიცენზირებულ სპეციალიზებულ დეპოზიტარზე.
ფორსაითის ლარის ფულადი ფონდის ყველა აქტივის, მათ შორის მისი ფულადი სახსრებისა და ფასიანი ქაღალდების სპეციალიზებულ დეპოზიტარად 2024 წლის 6 მარტიდან დანიშნულია სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ (ს/კ 205236537).
მომხმარებლის პროფილი
ფონდი განკუთვნილია მომხმარებლებისთვის, რომლებსაც:
![](https://foresight.ge/wp-content/uploads/2024/03/Untitled-1-2.png)
სურთ თანხის ლარში შენახვა
მოკლე ვადით
აქვთ დაბალი რისკის ტოლერანტობა
სურთ დროებით გადადებული
თანხით სარგებლის მიღება
აინტერესებთ ინფლაციური ეფექტისგან თავის დაცვა
ფონდის ისტორიული შედეგები
ფონდის რეგულირება
ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდი პორტფელი რეგისტრირებულია და რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, 2020 წლის კანონის „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ შესაბამისად.
ფონდის დოკუმენტაცია
ნებისმიერი ინვესტიცია ფინანსურ ინსტრუმენტებში რისკების შემცველია. წარსული პერფორმანსი არ არის მომავლის შედეგების პროგნოზირების საფუძველი. ინვესტიციის განხორციელებამდე, პოტენციური ინვესტორი გულდასმით უნდა გაეცნოს პროსპექტსა და დაკავშირებულ მასალებს, და ფრთხილად გაანალიზოს ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული რისკები და მათი შესაბამისობა თავის საინვესტიციო მიზნებთან და ფინანსურ მდგომარეობასთან.
ჩანიშნე შეხვედრა
ფორსაითის ფინანსურ მრჩეველთან