Ivane-Vakhtangishvili

ივანე ვახტანგიშვილი

ივანე ვახტანგიშვილი არის საბანკო სექტორის პროფესიონალი, 30 წლიანი გამოცდილებით, აქედან 25 წელი ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 1998-2005 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2001-2004 წლებში ხელმძღვანელობდა  ბაზელის საბანკო ზედამხედველობის საერთაშორისო ჯგუფს.

ივანეს გამოცდილება ასევე მოიცავს საერთაშორისო საბანკო სექტორში მუშაობასაც; 2006-2008 წლებში მუშაობდა Halyk Bank Kazakhstan-ის თავმჯდომარის მრჩევლად, ხოლო 2008-2020 წლებში იყო Halyk Bank Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ივანე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს და მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს.

ჩანიშნეთ შეხვედრა

ფორსაითის ფინანსურ მრჩეველთან