ფინანსური განათლება
დანაზოგების უსაფრთხოება
დანაზოგების შენახვის ან შეგროვების როგორ მიმზიდველ და მოსახერხებელ პირობებზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, დამზოგველისთვის ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იმის ცოდნაა, თუ რამდენად უსაფრთხოა თავისი თანხის სხვა პირისთვის სამართავად მინდობა და რა მოხდება თუკი სარისკო სიტუაცია წარმოიქმნება.
დანაზოგის უსაფრთხოება საინვესტიციო ფონდებში
საინვესტიციო ფონდების საქმიანობა მკაცრად რეგულირდება საქართველოს კანონის „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ მიერ. ფონდებისა და ფონდების მმართველი კომპანიების რეგულატორი არის საქართველოს ეროვნული ბანკი, რომლის მთავარი მიზანი დამზოგველებისა და ინვესტორების დაცულობა და ფინანსური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაა.
საინვესტიციო ფონდები და მათი მმართველები ექვემდებარებიან მკაცრ რეგულატორულ მოთხოვნებს, რაც გულისხმობს გამართულ შიდა პროცედურებს, კეთილგონივრულ საინვესტიციო საქმიანობასა და ინვესტორებისთვის ინფორმაციის სრულად და ღიად მიწოდებას.
კანონის მიხედვით, ფონდებს ვალდებულება აქვთ რეგულატორთან ყოველკვარტალური ანგარიშებისა, რაც გულისხმობს საქმიანობის მუდმივ შესაბამისობას კანონთან და დარგობრივ რეგულაციებთან.