ფინანსური განათლება
ფინანსური განათლების განყოფილება გთავაზობთ რესურსებს და ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ მეტი პირადი ფინანსების მართვის და ინვესტიციების შესახებ იმისათვის, რომ მიაღწიოთ თქვენს დასახულ ფინანსურ მიზნებს.
ხარჯვა
იმისათვის, რომ თქვენი შემოსავალი, მაგალითად, ხელფასი, სტიპენდია, ან დივიდენდი - თვიდან
თვემდე გონივრულად გამოიყენოთ და დამატებითი შემოსავლის ძებნა არ დაგჭირდეთ, საჭიროა
თვალი გადაავლოთ სად, როგორ და რაში ხარჯავთ მას.
თქვენი ყოველდღიური ქმედებები ხშირად ხარჯებს უკავშირდება. მაგალითად, სამსახურში
სიარული მგზავრობის ხარჯებს, უნივერსიტეტში სწავლა კი საკანცელარიო ნივთების ყიდვის
საჭიროებას უკავშირდება. იმისთვის, რომ თქვენი შემოსავლით შეძლოთ სხვადასხვა ხარჯის
დაფინანსება, მნიშვნელოვანია, აწარმოოთ პირადი ბიუჯეტი და შეძლებისდაგვარად ზუსტად
განსაზღვროთ, რა ხარჯები გაქვთ თვის განმავლობაში.